ახალი ამბები
გორის მერიას მაია ნიკოლაიშვილის კომპანია უჩივის
გორის მერიამ დისკვალიფიკაცია მისცა კომპანია ,,რეალექსპერტს", რომლის ხელმძღვანელი მაია ნიკოლაიშვილია. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერმა 2020 წლის 10 თებერვალს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, რეალექსპერტმა, ჰიდროტექნიკოსის კადრის შესახებ, ცნობა ვერ წარადგინა.

,, მერიის მიერ შედგენილ სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებული იყო წარედგინა შემდეგი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია: ინჟინერი - გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებლობაში; ინჟინერი - სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში; ინჟინერი - წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში; ინჟინერი - გათბობა-ვენტილაცია - კონდეცირების სფეროში; ელექტრო ინჟინერი; გეოლოგი; არქიტექტორი. აღნიშნულ ჩამონათვალში არაა მითითებული მოთხოვნა -ჰიდროტექნიკოსზე. შესაბამისად არც ჩვენს მიერ ყოფილა მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია." - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

,,რეალექსპერტის" იურისტის აზრით,  სატენდრო კომისია ვალდებული იყო ცვლილება შეეტანა სატენდრო მოთხოვნებში.

,,თუ სატენდერო კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის დამატება არ საჭიროებდა სატენდერო მოთხოვნებში ცვლილების შეტანას, ხოლო თვლიან, რომ გარკვეული ინფორმაცია არ იყო ჩვენს მიერ ატვირთული, სატენდერო კომისიას ინფორმაციის დაზუსტება უნდა მოეთხოვა და არა დისკვალიფიკაცია მიენიჭებინა" - აღნიშნულია საჩივარი.

საქმე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2020 წელს დაგეგმილ სამუშაოების ზედამხედველობას ეხება. გამარჯვების შემთხვევაში, საექსპერტო კომპანია ვალდებულია ისეთ სამუშაოებზე გასწიოს ზედამხედველობა, რომლის ღირებულება 50 ათას ლარს აღემატება.  მსგავს სამუშაოებს, 2019 წელს, სწორედ ,,რეალექპერტი" აწარმოებდა. მანამდე, 2018 წელს იყო ,,ოპტიმალგრუპი +".

რაც შეეხება 2020 წელს, ამჯერადაც, ერთმანეთის კონკურენტი ,,რეალექსპერტი" და ,,ოპტიმალ გრუპია".

წლევანდელი ტენდერის საწყისი ფასი 829 000 ლარი იყო. ოპტიმალგრუპმა ორივე რაუნდში 810 540 ლარი მიუთითა, ხოლო რეალექსპერტმა - 497 000 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები