ახალი ამბები
გორელი მოზარდები, რომლებმაც ყველა ქუჩაზე წინააღმდეგობა გადალახეს
ნიკა გოჩაშვილი, ანდრია მეგრელიშვილი, გუგა ჯაფარიძე და სხვები ამ სპორტმა ერთმანეთს დააახლოვა. გორში მათ უკვე ყველა წინააღმდეგობა გადალახეს. არ დარჩა ადგილი, სადაც საკუთარი ,,დაფებით“ არ გაიარეს. ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ არსებობდეს სკეიდ-პაკი.



ისინი ჯერჯერობით, 10-ნი არიან.

,,არ გვაქვს სკეიდ-პარკი. უკვე ერთ ადგილს ვტკეპნით ამ სპორტში. ყველა ქუჩა გადალახული გვაქვს. სამწუხაროდ, ამ ადგილებიდან ხან გვეჩხუბებიან, ხან გვაგდებენ“ - ამბობს ნიკა გოჩაშვილი.

მოზარდები, რომლებიც ჩვენ ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ვნახეთ, ამ სპორტმა გააერთიანა. ანდრია მეგრელიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პირველი გამოჩნდა საკუთარი დაფით გორის ქუჩებში.



,,3 წელია ვკატაობ. შემდეგ ჩემს მეგობარს ვუთხარი. შემდეგ შემოგვემატნენ სხვა ბავშვებიც. ფაქტობრივად, 2016 წლიდან დავიწყეთ ამ სპორტის განვითარება“ - ამბობს ანდრია მეგრელიშვილი.

გუგა ჯაფარიძე ჯგუფს მხოლოდ ერთი წელია რაც შეემატა.

,,უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ვიკატავოთ. 15-წლის ვარ და ერთი წელია ვკატაობ. მეგობარმა შემომთავაზე. მომეწონა, დავინახე პროგრესი და ვიყიდე. უსაფრთხო რამდენადაა არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნოა’; - ამბობს გუგა ჯაფარიძე.

სიუჟეტის ავტორი: თათია გოლოშვილი




Print

სტატიის გამოყენების პირობები