ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების საქმიანობის გასაშუქებლად თვეში 200 ლარი დაიხარჯება
გორის საბავშვო ბაღების საქმიანობის გასაშუქებლად თვეში 200 ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების სააგენტოში 2020 წლის 31 იანვარს მიიღეს.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,სივრცეები" ვალდებულია, ანონსები - განუსაზღვრელი რაოდენობით; ხოლო თვეში 2 ინტერვიუ ან სტატია მოამზადოს.

ხელშეკრულებაში არ ჩანს, თუ სად განთავსდება პიარ-სტატიები. ვალდებულებების შესრულება დაიწყო 1 თებერვლიდან და დამთავრდება 31 დეკემბერს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები