ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია
რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვებია დაწესებული. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან ტრაილერებს არ უშვებენ.

საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომანქანებისთვის შეზღუდვები, სავარაუდოდ, 15 თებერვლამდე არ მოიხსნება.

მათივე ცნობით, წუხელ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობა მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც შეიზღუდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები