ახალი ამბები
14 თებერვალი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 14 თებერვალს იმართება. ამის მიზანი, რაც შეიძლება მეტი ბავშვის ხელში წიგნების მოხვედრაა.

,,ეს არის 100% -იანი მოხალისეობრივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების წიგნებისადმი წვდომის გაზრდას და ენთუზიაზმს. " - აღნიშნულია გამომცემლობა ,,ბიბლუსის" განცხადებაში.

მოხალისემ საჩუქარი უნდა გადასცეს მეგობარს ან ოჯახის წევრს, ან დატოვოს წიგნი მოსაცდელ ოთახში, რათა ბავშვებმა წაიკითხონ; გამოყენებული წიგნი დაუბრუნოს ადგილობრივ ბიბლიოთეკას, მიიტანოს საავადმყოფოში ან თავშესაფარში, რომელიც გამოიყენებს გამოყენებულ წიგნებს საერთაშორისო მასშტაბით.

რაც შეეხება წიგნის დღეს, ის საქართველოში 23 აპრილს აღინიშნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები