ახალი ამბები
გორის მერია წყალმანკით და ხმელთაშუაზღვის ციებ-ცხელებით დაავადებულ პირებს დაეხმარება
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შეიტანა.

გამოთავისუფლდა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხები.

2020 წლიდან ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები მიიღებენ.

ჰიდროცეფალია იგივე წყალმანკია, ხოლო ხმელთაშუაზღვის ციებ-ცხელება წარმოადგენს ანთებითი დაავადებას, რომელიც იწვევს განმეორებით ცხელებას და მტკივნეულ ანთებას მუცლის, ფილტვისა და სახსრების მიდამოებში.

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ზურაბ ყაჯრიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , ისედაც სრულად ფინანსდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები