ახალი ამბები
სუს-ის განცხადება ორჭოსანი-ყარაფილას ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ქმედებაზე
14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა.

აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირებულ იქნა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ.

მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, qartli.ge-ს გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსრა გამყოფ ხაზთან დააფიქსირა რუსი სამხედროების გადაადგილება, რაც მათ მიერ გასროლილი მანათობელი მაშხალებით ჩანდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები