ახალი ამბები
გორთან ავარიას მსხვერპლი მოყვა
გორის გასასვლელთან ავტომანქანა გზიდან გადავარდა. მანქანაში ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ცნობით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დანარჩენი 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალი. დაშავებულებს შორის კი, ბავშვებიც არიან.

გამოძიებას გორის შს სამმართველო აწარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები