ახალი ამბები
ავარიისას დაშავებული ორი ბავშვი ,,გორმედიდან" იაშვილის კლინიკაში გადაყავთ
ორი ბავშვი, რომელიც დღეს გორთან მომხდარ ავარიისას დაშავდა, თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაყავთ. 

ამის შესახებ ,,გორმედის" ქირურგმა, მერაბ მაისურაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, მესამე დაშავებული, მამაკაცი სტაციონარში რჩება. მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა. 

შეგახსენებთ, გორის გასასვლელთან ავტომანქანა გზიდან გადავარდა. მანქანაში ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ცნობით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალი. 

გამოძიებას გორის შს სამმართველო აწარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები