ახალი ამბები
გორელი მძლეოსნები და მწვრთნელი გივი იაზბარიანი
გივი იაზბარიანი 65-წლისაა. 1980 წლიდან მძლეოსნობაში გორში მწვრთნელად მუშაობს. მისი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი თაობა გაიზარდა.



ამბობს, რომ სკოლის ბაზაზე მხოლოდ იმ სახეობებში ავარჯიშებს, რომლის შესაძლებლობაც არსებობს. მძლეოსნობა სულ 47 სახეობას მოიცავს:

,,მძლეოსნობის ბაზად ეს სკოლა მაქვს არჩეული. აქ ძალიან ბევრი კადრი აღმოვაჩინე, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს. მაგალითად, თაბუკაშვილი, თედელური გიორგი, მაია ქერდიყოშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო სპარტაკ მეარაყიშვილი.“ ამბობს გივი იაზბარიანი.

ამჟამად, სურვილი აქვს, რომ ბირთვის კვრაში გიორგი მუჯარიძე ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდეს.

,,ეს არის პირველი გორელი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. ადრე სხვა მასწავლებელი ასწავლიდა. მერვე კლასში იყო, როცა შემოიყვანეს. ფარზე ახტა და მივხვდი, რომ ამისგან რაღაც გამოვიდოდა“ - ამბობს მწვრთნელი.

ფიქრობს, რომ ამჟამინდელი თაობის აღზრდის შემდეგ, სამუშაოს თავს დაანებებს.

,,ამათთან მუშაობას დავამთავრებ და მეც დავანებებ თავსა. ვიღაც უნდა მოვნახო, რომ შემცვალოს. ამ სპორტის დაკარგვა არ შეიძლება. დავიღალე და იმიტომ უნდა წავიდე. ეს მართლაც სპორტის დედოფალია." - ამბობს გივი იაზბარიანი.

ავტორები: თათია გოლოშვილი, ანა ბაქრაძე.





 

Print

სტატიის გამოყენების პირობები