ახალი ამბები
იანვარში ახალგორიდან წეროვანში დროებით გადასვლა 300-მა ადამიანმა შეძლო


გელა შერმადინმა ახალგორი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა, თუმცა იქ შესვლას 2012 წლამდე ადგილობრივი საბჭოს მიერ გაცემული ორენოვანი ცნობით ახერხებდა. მას შემდეგ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ე.წ. საშვების სისტემა შემოიღო.

გელა შერმადინი
- ახალგორის გამგებლის I მოადგილე: ,,წეროვნის დევნილთა დასახლებაში 1350 ოჯახი არის ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი და 750 არის დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი. გასული წლის სექტემბრის თვიდან, 4 სექტემბრიდან ჩაიკეტა ახალგორში მიმოსვლა მთლიანად, ორმხრივად. ასე ვთქვათ ცალმხრივად იმიტომ რომ ე.წ. ოსურმა მხარემ ჩაკეტა მთლიანად და გაიხსნა მხოლოდ და მხოლოდ რაღაც 4-5 თვის მერე. დაახლოებით 5 თვის მერე. 5 თვის გახსნის შემდეგ ძირითადად იქ ჩარჩენილი იყო 1500 ადამიანი. მათ შორის ძირითადად იყვნენ პენსიონრები და ნაკლებად უფრო ახალგაზრდები."

,, ამ 4-5 თვის მანძილზე ფაქტობრივად ეს ხალხი იყო იზოლაციაში, ტყვეობაში. მათ არ ეძლეოდათ თავიაანთი კუთვნილი პენსიების აღების შესაძლებლობა და სხვადასხვა დახმარებების აღების. ასევე, სოციალური დახმარების აღება, რომელსაც დევნილი იღებს ყოველთვიურად 45 ლარიანი დახმარებები. ვერ ეძლეოდათ იმიტომ რომ ფიხიკურად ვერ გამოდიოდნენ. არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ე.წ. ოსური პენსიები აქვთ და კიდევ თავს იმით ირჩენდნენ , რომ იმ პენსიას იღებდნენ და ამითი ასე თუ ისე გამოდიოდნენ და ყიდულობდნენ პურს და სხვა საკვებ პროდუქტებს. ძირითადი მოსახლეობა, 80% მთლიანად სახსრების გარეშე იყო. ვერ ყიდულობდნენ, ვერც პურს, ვერც პროდუქტებს და ასე შემდეგ. ერთადერთი წყარო იყო ბარტერული გაცვლები. ვიღაცა ხილს მისცემდა, ის პურს მისცემდა და აშ. ერთმანეთი თვითონ გამოკვებეს ფაქტიურად ამ ხნის განმავლობაში. იმიტომ რომ ფიზიკურად ფული არ ჰქონდათ მათ. შემდეგ, როცა გაიხსნა ეს საზღვარი დაახლოებით 300 პენსიონერი გამოვიდა აქეთ. ის პენსიონერები, რომლებსაც არ ჰქონდათ ოსური პენსიები. ე.წ. ოსური პენსიები. მხოლოდ და მხოლოდ ისინი გამოუშვეს აქეთ. ხოლო ვინც იღებდა იქ ოსურ პენსიას ან სხვა რაიმე დახმარებას ისინი აქეთ არ გამოუშვეს. ""

- ანუ ოსურ პენსიას იღებდნენ ისინი, ვისაც მოქალაქეობა აქვს?


,,ფაქტიურად კი. ე.წ. მოქალაქეობა აქვთ. მათი პასპორტები აქვთ აღებული და შესაბამისად პენსიაც. დიდი დრო არ ჰქონდათ მათ, რომ აქ ყოფილიყვნენ. სულ რაღაც 5 დღე ან 1 კვირა ჰქონდათ მაქსიმალური ვადა. ასე იცოდნენ. ბოლოს მერე ცოტა ხანი გააგრძელეს ვადები, მაგრამ ძირითადად მოხდა ასე:ჩამოვიდნენ, ამ ადამიანებმა აიღეს პენსიები. წავიდნენ სამკურნალო დაწესებულებებში. ძირითადად ძალიან ბევრ მათგანს მოუწია იქ წასვალა და სამკურნალო დაწესებულებებში ყოფნა. მათ შორის, ერთ-ერთი იყო დედაჩემი, რომელიც ამჟამად იქ არის. ჩამოვიდა, აიღო პენსია. 500 ლარის წამლები იყიდა და დაბრუნდა იქით. ექიმები არ უშვებდნენ საავადმყოფოდან უკან, იმიტომ, რომ სტაციონარში უნდა დაწოლილიყო აუცილებლად და იმის გამო, რომ უნდა ჩაკეტილიყო და ეს იცოდა დედამ, რომ მერე ვეღარ შევიდოდა. ამიტომ იძულებული გახდა და ისევ წავიდა. უკან დაბრუნდა. იცოდა, რომ მიმოსვლა დიდი ხანი ჩაიკეტებოდა და იქ იყო მამაჩემი და კიდევ სოფლის მეურნეობა აქვთ და ამის გამო ვერ დატოვა იქაურობა. ძირითადად რაიმე ისეთი შეზღუდვები და რაღაცა შევიწროება ადგილზე არ ხდება, მაგრამ ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ. მედიკამენტები არ არის საავადმყოფოებში. არ არსებობს აფთიაქები, სადაც შეიძლება იყიდო წამალი. არის საავადმყოფო ერთგან დაბა ახალგორში, მაგრამ რომ მიდიხარ საერთოდ ვერანაირ დახმარებას ვერ აღმოგიჩენენ. არის ძალიან ბევრი პრობლემები, როგორც ჰუმანიტარული, პროდუქტის მხრივ.

ძირითადად აქ ვინც ცხოვრობენ, წეღან რაც ვილაპარაკეთ და იქ ჩვენ რომ მოვთვალეთ ვინც იყო ჩარჩენილი მოსახლეობა. იყო დაახლოებით 1500 ადამიანი. ეს 1500 ადამიანი აქ დარჩენილ, დანარჩენ მოსახლეობას , თავიიანთ ნათესავებს, შვილებს იქიდან უგზავნიდნენ ხოლმე ყოველთვის პროდუქტებს. შემოდგომით, გაზაფხულით. ანუ არის ისეთი ძლიერი ადგილი და მხარე ჩვენი, სადაც მოჰყავთ ყველაფერი. მისდევენ მესაქონლეობა-მეცხოველეობას, აქვთ ბოსტნეული და იქიდან იკვებებოდნენ ძირითადად აქ დასახლებული ჩვენი მოსახლეობა."

- შეიძლება, რომ ეს გაჭირვება ახლა რაზეც ვისაუბრეთ, თუნდაც გათბობის ფულს რომ ვერ იხდიან. ეს დავაბრალოთ იმას, რომ იქ გზა ჩაიკეტა და იქიდან ვეღარ ეხმარებიან?

,,კი. აუცილებლად. რა თქმა უნდა. აქედან კიდევ დარჩა ისეთი ადამიანები, პენსიონრები, რომლებმაც ვერ შეძლეს აქეთ გამოსვლა, იმ მიზეზის გამო, რომ მათ ეს ,,პროპუსკები"" წეღან რომელიც ვახსენე, საერთოდ არ ჰქონდათ ან ვადაგასულები ჰქონდათ და თუ, ეს ,,პროპუსკი"" არ გაქვს ფიზიკურად ვერ გამოხვალ აქეთ. დაახლოებით, როგორც თვითონ იძახიან, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. დაახლოებით 50-დან 100 ადამიანამდეა ასეთი, ვინც საერთოდ აქეთ ვერ შეძლო გამოსვლა და ვერ აიღეს პენსიები. ასე რომ დღეის მდგომარეობით აი ასეთი სიტუაცია გვაქვს. ""


იხ. ინტერვიუ




Print

სტატიის გამოყენების პირობები