ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი ევროპის 2020 წლის ჩემპიონია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა, მანამდე რუს მოჭიდავეს 7:2 სძლია.

26-წლის სპორტსმენი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ავნევიდანაა დევნილი. მას უკვე მოპოვებული აქვს ევროპისა და მსოლიოს ჩემპიონების ტიტულები.

კერძოდ: 2016 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, იმავე 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი იყო.

მომდევნო 3 წელიწადში ზედიზედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები