ახალი ამბები
უმცროს ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში დასრულდა
საქართველოს ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის დასრულდა. შეჯიბრებები კასპში 15-16 თებერვალს მიმდინარეობდა.

+81 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება გორელმა ძიუდოისტმა თამაზ ბიგანაშვილმა მოიპოვა, მან 5 მოწინააღმდეგეს აშკარა უპირატესობით სძლია.

გორის სპორტის განვითარების სააგენტოს ცნობით, მის გარდა, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლიდან კიდევ სამმა ძიუდოისტმა შეძლო მედლის მოპოვება.

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: დათო ქარელი (50 კგ), საბა სამადაშვილი (66) და ნუკრი ბიბილაშვილი (81).

Print

სტატიის გამოყენების პირობები