თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა [R]
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნეს და
ეკონომიკის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებთან 2019 წელი
შეაჯამა და ჟურნალისტებს გასული წლის განმავლობაში თიბისის
მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა
ინფორმაცია. ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეხვედრაზე თიბისის სამომავლო
გეგმებზეც ისაუბრა.
შეხვედრის ძირითად თემებს 2019 წელს თიბისის ფინანსური მაჩვენებლები,
საერთაშორისო ექსპანსია - აზერბაიჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე გასვლა,
ეკოსისტემები, კომპანიის ეჯაილ ტრანსფორმაცია და სამომავლო გეგმები
წარმოადგენდა. ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს თიბისის ახალი
სტრატეგიის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რაც მომხმარებლებისთვის
ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს
მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ვახტანგ ბუცხრიკიძისგან პასუხების
მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური
დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანიც ესწრებოდა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრებს თიბისი მედიის წარმომადგენლებთან
ყოველწლიურად მართავს და მის მიზანს ჟურნალისტებისთვის ანგარიშის
ჩაბარება და მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიწოდება
წარმოადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები