ახალი ამბები
გაიცანით უფლისციხე ელექტრონული მუსიკის თანხლებით
გრძელდება, GR Music-თან ერთად, საქართველოს ისტორიული ადგილების აღმოჩენა. ამჯერად, კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში, მუსიკალური მეგზურია DJ და პროდიუსერი Michailo.

,,იმოგზაურე საქართველოს წარსულსა და აწმყოში, დროსა და სივრცეში. აღმოაჩინე, შეიმეცნე და დაიმახსოვრე. მოუსმინე ჩვენი ისტორიის ექოს - ადგილობრივი არტისტების ცოცხალ სეტებში." - ასეთი დასათაურება აქვს ვიდეოს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

GR Fest რეგიონალური ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც 2019 წლიდან ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება და ელექტრონული მუსიკის არტისტებს აერთიანებს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე მასპინძლობს საერთაშორისო დონის მუსიკოსებს.

ფესტივალი ასევე ტარდება ტურისტული მიზნებით, მიიღოს უცხოელი სტუმრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ისტორიით, ძეგლებით და ასევე ეცნობიან ქართულ ელექტრონულ სცენას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები