ახალი ამბები
გორმედში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი მიიყვანეს
ამ წუთებში გორის შს სამმართველოს თანამშრომლები საავადმყოფოში მივიდნენ.

ცოტა ხნის წინ გორმედში დაჭრილი,  31-წლის მამაკაცი მიიყვანეს. პოლიციელები მის სანახავად საოპერაციო განყოფილებაში შევიდნენ.

მამაკაცს ჭრილობა ბარძაყის წინა მხარეს აქვს მიყენებული და სისხლძარღვთა სისტემა აქვს დაზიანებული - გვითხრა ექიმმა.

პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირება) დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები