ახალი ამბები
ბრაზილიელი ფეხბურთელი გორის ,,დილადან" მარტვილის ,,მერანში" გადავიდა
ბრაზილელი ფეხბურთელი ფილპე პაიმი გორის ,,დილადან" მარტვილის ,,მერანში" გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის გუნდის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გორის ,,დილას" პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ პაიმი გუნდიდან მართლაც წავიდა, დაახლოებით, 2 კვირის წინ.

22 წლის ბრაზილიელი მარცხენა შემტევი ფილიპე პაიმი დილას ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. ,,დილამ" ის, ერთი სეზონის განმავლობაში, ,,შევარდენი 1906”-ის შემადგენლობაში, ხელშეკრულების საფუძველზე, გადაიყვანა, თუმცა ,,დილას" საკუთრებად ითვლებოდა. 18 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.

პაიმი დილაში 37 ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები