ახალი ამბები
ქართლ-კახეთის დედოფლის ოქროს საყურე 20 000 ლარად შეფასდა
გამოჩნდა საყურე, რომელიც ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის მეუღლეს დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა. სახელმწიფო მუზეუმმა ის 20 000 ლარად შეიძინა.

ოქროს საყურე გაწყობილია ბრილიანტებით და დიდი ზომის ზურმუხტებით. დედოფალმა ის, რუსეთში გადასახლების წინ, თავად ვახვახიშვილების ქალიშვილს აჩუქა.

,,მსგავსი თვლები მხოლოდ ინდოელი მაჰარაჯის შრი კრიშნაჯარა ვოდიარ IV -ის საგანძურში გვხვდება. ეს უკანასკნელი კი კრისტის აუქციონის მიერ 115 მილიონ აშშ დოლარად იქნა შეფასებული. მუზეუმმა დიდი ძალისხმევით და ხანგრძლივი მოლაპარაკებიბს შედეგად მესაკუთრე დაითანხმა საყურე მიზერულ ფასად - 20000 ლარად მიეყიდა მუზეუმისთვის." - აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

დარეჯან დადიანი მეფე ერეკლე II-ს მესამე ცოლი იყო(1750-დან); სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული.

დარეჯანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტაზტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II-ს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისაგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე — დარეჯანის შვილ იულონზე უნდა გადასულიყო (ეს წესი შემდეგ გიორგი XII-მ გააუქმა).

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 დარეჯანი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში (სანქტ-პეტერბურგი) გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები