ახალი ამბები
,,ჩემთვის განკუთვნილი შეშა სხვას მისცეს" - სოციალურად დაუცველი ვარიანის მეურნეობიდან


ლია კობერიძე 4 შვილთან ერთად ვარიანის მეურნეობის დასახლებაში ცხოვრობს. მას მერის წარმომადგენელი შეშის მიტანას დაპირდა, თუმცა მისთვის განკუთვნილი ხის მასალა სხვა სოციალურად დაუცველს ოჯახს გაუგზავნეს.

ლია კობერიძე ამბობს, რომ მოტყუებული დატოვეს. ის ოჯახი კი, ვისაც, მის ნაცვლად შეშა მიუტანეს, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერია.

,,ათი დღე ველოდეთ და არ წაიღო შეშა. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სახლში მივუტანოთ. რომ არ გამოჩნდა, სოფელ საქაშეთში მცხოვრებ სხვა ოჯახს გავუგზავნეთ. იმ ოჯახმა დაიხმარა ხალხი, შეშაც დაჭერეს და ადგილამდეც მიიტანეს" - აცხადებს ვარიანის წარმომადგენელი პაატა კოკაური.

საერთო საცხოვრებელში ჭერი, კიბე და კედლები დაზიანებულია. სახლის გათბობისთვის მცხოვრებლებს დიდი რაოდენობით შეშა სჭირდებათ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები