ახალი ამბები
გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობა მერიას გადასცეს
გორის ყოფილი საავადმყოფოს შენობა გორის მერიას გადასცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა სამინისტრომ მიიღო.

დაუსრულებელი შენობა 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჯერ კიდევ 2014 წელს ისაუბრა.

,,ამ შენობის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებელი გაიქცა. ქაღალდზე აჩვენა, რომ 60% იყო შესრულებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამუშაოების მხოლოდ 10% შეასრულა." - განაცხადა სოზარ სუბარმა გორში ყოფნისას.

გორის ყოფილ ,,ცენტრალური საავადმყოფოს" შენობაში 66 დევნილის შესახლება იგეგმებოდა. ამჟამად, გორის მერია, მხოლოდ, შენობის დაცვით შემოიფარგლება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები