ახალი ამბები
ხაშურის ,,ეტალონი მოსწავლე" ოსიაურის სკოლის მოსწავლე მარიამ მახარაშვილი გახდა
ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მახარაშვილი, 79 ქულით, 2019-20 წლების ხაშურის „ეტალონ მოსწავლე“ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ: წრომის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ხაჩიძე და მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ფანჩულიძე.

ინტელექტუალური კონკურს „ეტალონის“ ფინალი ხაშურის #1 საჯარო სკოლაში, დღეს, 21 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებაში, სხვადასხვა სკოლის 82 საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე დააჯილდოვეს ასევე გასული, 2018-19 წლების ხაშურის „ეტალონი მოსწავლე“ ბარბარე ჭყოიძეც.

,,ეტალონი მოსწავლის" გამოვლენის მიზნით ყველა მუნიციპალიტეტში ღონისძიებები ტარდება. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები