ახალი ამბები
კირბალის ტყეში რუსმა სამხედროებმა ერთი მოზარდი დააკავეს, დანარჩენებმა თავის დაღწევა შეძლეს
კირბალში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მოზარდი სავარაუდოდ უკვე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

16-წლის ბიჭი გუშინ საღამოს დააკავეს. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მოზარდი ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, დანარჩენმა თანატოლებმა გაქცევა მოახერხეს.

ამ წუთებში კირბალში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები იმყოფებიან. ისინი დაკავებული მოზარდის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კირბალი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები