ახალი ამბები
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი სოფელ კირბალში არ შეუშვეს
ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ,,ძალა ერთობაშიას" წევრებს კირბალში არ უშვებენ. კირბალში შესვლა შეეზღუდათ ასევე ჟურნალისტებს.

დათო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვტილებით, ოკუპანტებისთვის კომფორტის ზონის შექმნას ცდილობს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს კირბალში იმ ოჯახის ნახვა სურდათ, რომლის მცირეწლოვანი წევრი რუსმა სამხედროებმა გუშინ საღამოს დააკავეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენელბმა 16 წლის ბიჭი გუშინ საღამოს, კირბალის მიმდებარედ, ტყეში ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მას სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.

იხ. ამავე თემაზე:

კირბალის ტყეში რუსმა სამხედროებმა ერთი მოზარდი დააკავეს, დანარჩენებმა თავის დაღწევა შეძლეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები