ახალი ამბები
ქიწნისის გადასახვევთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ამის შესახებ ფოტომასალას ჟურნალისტი ნიკა გაბლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს დაახლოებით 14 საათზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გამოძიებას გორის შს სამმართველოს წარმომადგენლები აწარმოებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები