ახალი ამბები
16-წლის კირბალელი მოზარდი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში გუშინ საღამოს დაკავებული 16-წლის მოზარდი უკვე თავისუფალია.

ალეკო შიუკაშვილმა ცხინვალის იზოლატორში მხოლოდ ერთი ღამე დაჰყო.

ის ტყეში დააკავეს, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სამმა თანატოლმა შეშის შეგროვება გადაწყვიტა. რუს სამხედროების გამოჩენის შემდეგ ორმა მათგანმა გაქცევა შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი ე.წ. სასამართლო განხილვის გარეშე გაათავისუფლეს, რადგან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლო შაბათ-კვირას არ მუშაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები