ახალი ამბები
გორში ქვიშა-ხრეშის უნებართვოდ მოპოვების ფაქტზე 3 კომპანია დააჯარიმეს
გორში ქვიშა-ხრეშის უნებართვოდ მოპოვების ფაქტზე 3 კომპანია დააჯარიმეს. ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წიაღის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა შეადგინეს.

დაჯარიმებულები არიან შპს ,,ჰედეფ ჯორჯია", ,,ვერელი +" და ,,ნიკა".

ოქმის შედგენის საფუძლად მითითებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე პრიმა მუხლით, რაც წიაღით სარგებლობას, სათანადო ლიცენზიის გარეშე, გულისმობს.

მასალები სასამართლოს გადასცეს. ოქმში მოყვანილი გარემობების დამტკიცების შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან 1 000-დან 1 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები