ახალი ამბები
საქართველომ რუსეთს 8 ძებნილი 1 წელიწადში გადასცა
საქართველომ რუსეთის ფედერაციას, 2019 წლის მანძილზე, 8 ბრალდებული გადასცა. ყველა მათგანი ინტერპოლით იძებნებოდა და საქართველოს თავშესაფარს სთხოვდა.

საქართველოს ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ხოლო რუსეთის პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ექსტრადირებულთა საქმეები განხილულია სასამართლო სხდომებზე. Qartli.ge-მ 8 პირის საქმე მოიძია
.

აქმე #1

2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის სამართალდამცველების მიერ ძებნილი ი. ტ.

რუსეთის პროკურატურამ საქართველოს პროკურატურას აცნობა, რომ აღნიშნულმა პირმა 2012 წლის 29 მაისს ერთ-ერთ ქალაქში, დაუდგენელ ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ფენილაცეტილინდოლის“ შემცველი ნარევი, რომლის საერთო მასა შეადგენდა 0,4565 გრამს.

რუსეთის პროკურატურის ცნობით, მამაკაც,ი გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარებისათვის გამჭვირვალე პაკეტში, შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა. მამაკაცი ავტომანქანით გზაზე მოძრაობდა, როდესაც მილიციამ გაჩხრიკა.

რუსეთის პროკურატურამ საქართველოს პროკურატურას განუმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების ეს რაოდენობა, რუსული კანონმდებლობის მიხედვით, საკმაოდ დიდ მოცულობას წარმოადგენს და დასჯადია.

საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობას დათანხმდა და ხელწერილით გაშვებული მამაკაცი ამჯერად უფრო დამძიმებული ბრალით დააბრუნეს მოსკოვში.

საქმე #2

2018 წლის იანვარში საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე ადვოკატი ა.ლ.

კრასნოდარის მხარემ საქართველოს პროკურატურას აცნობა, რომ აღნიშნულ პირი 2015 წელს მონაწილეობდა ქრთამის მიცემასთან დაკავშირებულ საქმეში.

კერძოდ, აღნიშნულ ადვოკატს 2015 წლის 15 აგვისტოს შეხვდა თავისი კლიენტი. ამ კლიენტის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და განაჩენს სასამართლოსგან ელოდებოდა.

,,ადვოკატმა მას განუცხადა, რომ მოსამართლე, სასჯელის პირობითად ჩათვლის სანაცვლოდ, 10 მლნ რუბლს ქრთამის სახით ითხოვდა. ეს თანხა ადვოკატს უნდა გადაეცა მოსამართლისთვის.“ - აღნიშნულია რუსეთის პროკურატურისგან მიწოდებულ მასალებში.

კლიენტმა ადვოკატს განუცხადა, რომ ქრთამს არ მისცემს მოსამართლეს, რადგან თავს უდანაშაულოდ სცნობდა.

ამის შემდეგ, რუსეთის პროკურატურის ცნობით, კრასნოდარის ოლქის მოსამართლე და ადვოკატი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.

,,მოსამართლე დასთანხმა ადვოკატს, რომ ქრთამის ოდენობა 2 მლნ რუბლამდე შეემცირებინათ, ხოლო ქრთამის გადაუხდელობის შემთხვევაში ადვოკატი გააფრთხილა, რომ მომავალ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენებდა პატიმრობას. „ - წერს რუსეთის პროკურატურა.

ადვოკატმა კლიენტს აცნობა, რომ მოსამართლე 2 მლნ რუბლს ითხოვს. კლიენტმა კი თანხის შესაგროვებლად ვადა ითხოვა. ვადა მისცეს. მ ვადაში, 2015 წლის 28 სექტემბერს, კლიენტმა, მოსამართლის მიერ ქრთამის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა. სამართალდამცველებთან შეთანხმებით,

საქმე #3

2018 წელს შს სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე რ.ა.

რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პირი, 2013 წლის სექტემბერში, ,,ისლამური სახელმწიფოს“ წევრი გახდა და მის საქმიანობაში ჩართული იყო 2015 წლის თებერვლის ჩათვლით.


საქმე #4


2019 წლის 12 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი ი. გ.

რუსეთის პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 3 ივნისს, ბრალდებულს, გამოძიების მიერ დაუდგენელმა პირმა საფოსტო გზავნილების მიწოდების სერვისის გამოყენებით, გაუგზავნა შეთანხმებული ამანათი, აუდიომოწყობილობა, რომელშიც მალულად მოთავსებული იყო 1,100.8 გრ ნარკოტიკული საშუალება - მეფედრონი.

2017 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, აეროპორტის გასაგზავნი ამანათების დათვალიერების პუნქტში, ამანათის დათვალიერების პროცესში, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს ამანათში მალულად, სამ შეკვრად მოთავსებული ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი.

რუსეთის პროკურატურა საქართველოს შს სამინისტროს განუმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, ამანათში მოათავსეს ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის ე.წ. მულაჟი, რის შემდეგაც ამანათი შემდგომი მიღების მიზნით, საცხოვრებელ მისამართზე გაუგზავნეს ადრესატს.

2017 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ამანათი მიიღო აწ ბრალდებულმა, რაც დაადასტურა ხელმოწერით.

2017 წლის 9 ივნისს, 00:05-03:30 საათებს შორის, ამანათის მიმღებს სამართალდამცველები სახლში დაადგნენ და დააკავეს.

საქმე #5

2019 წლის 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ვ..

რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, მან, 2017 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 20:17 საათზე, რ-ის ფედერაციის ტერიტორიაზე, მოსკოვში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად, გამოძიების მიერ დაუდგენელ პირებთან ერთად, კონფლიქტის დროს წარმოშობილი პირადი უთანხმოების ნიადაგზე, მოქალაქეს მიაყენა ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანება.

კერძოდ, არანაკლებ ხუთჯერ, მუშტით თავის არეში და არანაკლებ ერთხელ, ფეხით ზურგის არეში დარტყმის შედეგად, მოქალაქე დაეცა და მიიღო თეძოს ძვლის მოტეხილობა, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვა.

ამის შემდეგ ბრალდებულზე ძებნა იყო გამოცხადებული.

საქმე #6

2019 წლის 10 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ს. ს.

რუსეთის პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა 2017 წლის 20 ივლისს, ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტისას, მოქალაქეს ორჯერ დაარტყა სახეში და თავის არეში.

იმყოფებოდა რა არაფხიზელ მდგომარეობაში, აღნიშნავს რუსეთის პროკურატურა - ,,შევიდა თავის სახლში, აიღო დანა, უკან დაბრუნებული დაეწია გაქცეულ თანასოფლელს და დანის გამოყენებით მას გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

2017 წლის 10 ოქტომბრიდან ბრალდებულს ინტერპოლით ეძებდნენ.

საქმე #7

პირველი შემთხვევა 2019 წლის იანვარში მოხდა. საქმე ეხება ბრალდებულ მმ.ნ-ს, რომლის მიმართ რუსეთის ფედერაცია ძებნას ,,ტერორიზმის დაფინანსების“ ბრალდებით აწარმოებდა. ბრალდებულს საექსტრადიციო ვადა 2019 წლის 25 თებერვალს ამოეწურა.

რუსეთის პროკურატურა საქართველოს შს სამინისტროს ატყობინებდა, რომ ბრალდებული სიმპათიასა და მხარდაჭერას გამოხატავდა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი, უკანონო, შეიარაღებული ფორმირების მიმართ.

,, ბრალდებულმა 2013 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ,,ისლამური სახელმწიფოს“ 4 წევს სამხედრო ტანსაცმლისა და სურსათის შეძენაში დაეხმარა. ასევე, უსასყიდლოდ გადასცა გამოძიებით დაუდგენელი მძღოლის თანხლებით სატრანსპორტო საშუალება - მიკროავტობუსი, სირიის საზღვართან გადაადგილებისათვის.

საქმე #8

იხ. იაროსლავ სუმბაევის საქმე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები