ახალი ამბები
დოესში 68-წლის მამაკაცი საკუთარ ნაკვეთში ბალახზე ცეცხლის წაკიდების დროს დაიღუპა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 68-წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ის საკუთარ ნაკვეთში იპოვეს, სადაც დღეს, კარგი ამინდის დადგომის გამო, მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ბალხს ცეცხლი მოუკიდა და შემდეგ ვეღარ დააღწია თავი.

სოფლის წარმომადგენლის ტარიელ ოხანაშვილის გაცხადებით, ნაკვეთი ბალახიანი იყო, ხოლო მამაკაცი მის გასუფთავებას ცდილობდა.

,,ეს ნაკვეთი გრაკლის მხარეს მდებარეობს. ცეცხლი მოუკიდა და როგორც ჩანს შემდეგ თვითონ მოყვა შიგ"- აცხადებს წარმომადგენელი
Print

სტატიის გამოყენების პირობები