ახალი ამბები
25 თებერვალი გლოვის დღეა - გორის ცენტრში დროშები დაუშვეს
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში დროშები დაუშვეს. ამ დღესთან დაკავშირებით მერიამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

,,1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი მძიმე თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 16 თებერვალს, გამთენიისას, მე-11 არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ." - აღნიშნულია განცხადებაში.

გორის მერის კოტე თავზარაშვილის თქმით, 20-25 წლის ახალგაზრდებმა სამშობლოს დასაცავად გაწირეს თავი.

,,17 თებერვალს ქართველ
იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის რაზმი ჩაერთო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 20-25 წლის ახალგაზრდებმა სამშობლოს დასაცავად გაწირეს თავი. დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა მხოლოდ 3 წლის განმავლობაში შეძლო. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია. იმედი მაქვს, მალე დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს, რომლებისთვისაც არაერთხელ გვიბრძოლია. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომლებმაც თავი შეწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას." - წერს გორის მერი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები