ახალი ამბები
5 ქალაქის სკოლების მოსწავლეებმა შინდისში გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს


საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 5 ქალაქის მოსწავლეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ჩავიდნენ და აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალს პატივი მიაგეს.

ღონისძიებას ორგანიზება ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაუკეთეს. მიიწვიეს გორის მესამე, ქარელის მეორე, ბორჯომისა და თბილისის სკოლის მოსწავლეები.

ეს ის მოსწავლეები არიან, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ.

დღეს საქართველოს ოკუპაციის დღეა. 99 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა თბილისი დაიკავა და საქართველოს გასაბჭოებას შეუდგა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები