ახალი ამბები
სურამში ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმს უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ესტუმრა
25 თებერვალს უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას დაბადების დღეა. პოეტის 149-ე საიუბილეო თარიღი, სურამში ღონისძიებებით აღინიშნა.

ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმს დღეს საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ესტუმრა. დაბა სურამის #3 საჯარო სკოლაში კი, მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ამავე დროს, სტუმრებს სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს. პროექტის პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენ. დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ინიციატივით მოეწყო.

,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დაფინანსებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის სრულმასშტაბიანი პროექტი იწყება. პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება შენობის დემონტაჟი, მშენებლობის სამუშაოებს კი „არტ-ბილდინგი“ შეასრულებს. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე." - აღნიშნავს ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი.

სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.

იხ. ამავე თემაზე:

სურამში ლესია უკრაინკას მუზეუმს დაშლიან - კვლავ აგების მეთოდით

Print

სტატიის გამოყენების პირობები