ახალი ამბები
,,ტროიკის ოთახი" სტალინის სახლ-მუზეუმში


,,ეს ოთახი ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს დამთვალიერებელზე" - გვითხრა სტალინის სახლ-მუზეუმის თანამშრომელმა ნანა ოთიაშვილმა.

მისი თქმით, იმიტირებული ,,დაკითხვის ოთახი" ტურისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული წარმოდგენა ექმნება საბჭოთა პერიოდის რეპრესიებზე.

ე.წ. ,,ტროიკის ოთახი" სტალინის სახლ-მუზეუმში 8 წლის წინ დაარსდა. თავისი მოცულობით ის საკმაოდ ჩამოუვარდება სხვა ოთახებს, თუმცა მუზეუმის ადმინისტრაციამ, მეორე სართულზე დამატებითი განყოფილება შექმნა, სადაც საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ხელოვანი ხალხის ფოტოები და წარწერებია გამოფენილი. ამ წაწერებზე მათი მოკლე ისტორიებია მოთხრობილი.

“ტროიკა“ საბჭოთა კავშირში, მეოცე საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში სამი პირისგან შემდგარ კომისიას ერქვა, რომელიც სასამართლო პროცესის გარეშე ხალხს მასობრივად აგზავნიდა გადასახლებაში, ან ასევე მასობრივად ხვრეტდა.

qartli.ge შეეცადა გაერკვია, თუ რა ინფორმაციას აწვდის ამ კუთხით საბჭოთა ბელადის მუზეუმი დამთვალიერებელს.







 

Print

სტატიის გამოყენების პირობები