ახალი ამბები
ტყვიავში ძროხები მოიპარეს
სოფელ ტყვიავში მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს.

შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა.

დაზარალებული მერებაშვილების ოჯახია, მათი განცხადებით, 2 სული პირუტყვი ქურდებმა საქონლის სადგომიდან გაიყვანეს.

მალხაზ მერებაშვილის თქმით, ზარალი დაახლოებით 5 ათასი ლარია. მომხდარს ტყვიავის პოლიცია იძიებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები