ახალი ამბები
ამერიკელი სპეციალისტები გორში მედიის წარმომადგენლებთან ლექციას ატარებენ
26 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და ლოიოლას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ესტუმრა.

სტუდენტებს და პროფესორებს რიშელ როჯერსი- ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეის ციფრული მედიის პროგრამის ხელმძღვანელი და დენის მეტსონი - ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პრეზიდენტის მრჩეველ შეხვდნენ.

ციფრული მედია სწავლების პროგრამის დირექტორმა, დოქტორმა რიშელ როჯერსმა გამართა ორი საჯარო ლექცია, უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე „ციფრული მედია წიგნიერება“ , ხოლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და პრაქტიკოს ჟურნალისტებთან თემაზე „ციფრული მედიის რეპორტინგი და ამბავთთხრობა ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის“.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ღია პრეზენტაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების შესახებ, რომელსაც წარუძღვა ქალბატონი სოფო ბზიშვილი, აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამების მენეჯერი.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა სტუმრებთან, სადაც განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერპექტივები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები