ახალი ამბები
კასპის პროფესიული სასწავლებლის გახსნამდე აზრს მეწარმეებს ეკითხებიან
2020 წელს კასპში პროფესიული სასწავლებლის გახსნა იგეგმება. ამ მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეწარმეებს გორის უნივერსიტეტში ხვდებიან.

შეხვედრას გუბერნატორი და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ესწრება.

,,,,გვაინტერესებს, რა პროფესიის ადამიანების ნაკლელობას განიცდიან მეწარმეები. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, განისაზღვრება სასწავლო პროგრამები."პროფესიულმა სასწავლებელმა ის კადრი უნდა მოამზადოს, რომელიც რა თქმა უნდა მეწარმეებს დასასაქმებლად ჭირდება" - აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები.

კასპის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.

,,თანამედროვე სტანდარტების კოლეჯში რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები მომზადდება. კოლეჯში ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე." - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები