ახალი ამბები
სოფელ აძვში ელდარ გუნდიშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში 71 წლის ელდარ გუნდიშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ფაქტი მისმა მეუღლემ დაინახა. რუსმა სამხედროებმა სასიგნალო მაშხალები გამოიყენეს.

მეუღლე ამბობს, რომ ელდარი სახლთან ახლოს იმყოფებოდა. სახლი ე.წ. გამყოფ ხაზთან 200 მ სიახლოვეს მდებარეობს.

“ფიჩხს აგროვებდა აქვე, სახლთან ახლოს. ხმაური შემომესმა და გარეთ გავედი. დავინახე, ორნი იყვნენ, ჩემი ქმარი კი, ძირს ეგდო. ძალით წაიყვანეს და რაღაცეები გაისროლეს ჰაერში. ვყვიროდი, მიშველეთ-თქო, მერე ცუდად გავხდი. არ ვიცი როგორ გადავიხადო ჯარიმა, უკიდურესად გაჭირვებული ვარ, დახმარებაც მომიხსნეს. იქნებ დაგვეხმაროს ვინმე”,-აცხადებს გატაცებულის მეუღლე მარიამ გუნდიშვილი.

ელდარ გუნდიშვილი რუსეთის სამხედროებმა პირველად 2018 წლის 7 აპრილს, სტუმრად მყოფ თემურ ყაზიევთან ერთად, დააკავეს. ისინი აძვის სალოცავთან ახლოს იმყოფებოდნენ. აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას აძვსა და აძვისთავს შორის.

იხ. ამავე თემაზე:

აძვთან დაკავებული 69-წლის ელდარ გუნდიშვილი გაათავისუფლეს - 2018 წელი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები