ახალი ამბები
ოკუპირებულ სოფელ ფრისში მანქანა დაიწვა
ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისში ,,ჰონდას" მარკის ავტომანქანა დაიწვა. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი იმდენად სწრაფად მოედო სატრანსპორტო საშუალებას, რომ ხანძარს ვერ მიუსწრეს.

ადგილობრივ მილიციას ცეცხლის გაჩენის მიზეზებს იკვლევს.წინასწარი ვერსიით, ავტომანქანა გაუმართავი იყო: ,,თუმცა, საბოლოო პასუხი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი" - აცხადებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი.

ფრისი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია. სოფელი ემიჯნება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაქვემდებარებულ სოფელ ერგნეთს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები