ახალი ამბები
აღაიანთან ხმელ ბალახზე გაჩენილი ცეცხლი ხეხილის ბაღებზე გავრცელდა
ხანძარია კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ აღაიანთან ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, მოგვიანებით კი, ხეხილის ბაღებზე გავრცელდა.

როგორც qartli.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, დაახლოებით, დამწვარია ორ ჰექტრამდე ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მანამდე, გორის სახანძრო სამაშველო სამსახურმა ცეცხლი კვერნაკის ქედზე, სოფელ შავშვებთან ჩააქრო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები