ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ელდარ გუნდიშვილი გაათავისუფლეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლომ 71-წლის ელდარ გუნდიშვილი გაათავისუფლა. ამის შესახებ qartli.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს მოქალაქე შს სამინისტროს წარმომადგენლებს უკვე გადასცეს. ელდარ გუნდიშვილი ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

გუნდიშვილი 2 დღის წინ საკუთარ სახლთან სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა, სოფელ აძვში, დააკავეს. ელდარ გუნდიშვილი  2018 წელსაც იყო დაკავებული.

იხ. ამავე თემაზე:

აძველი ელდარ გუნდიშვილის მეორედ დასაკავებლად რუსმა სამხედროებმა სასიგნალო მაშხალები გამოიყენეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები