ახალი ამბები
29 თებერვალს გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არცერთს დაუდასტურდა
1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში შემოწმებული 130 პაციენტიდან კორონავირუსი 3-ს დაუფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,3-ვე შემთხვევა 29 თებერვლამდეა გამოვლენილი.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 29 თებერვალს დამატებით 37 პაციენტი გამოიკვლიეს, რომელთაც კორონავირუსის ახალი შემთხვევა არცერთს დაუდასტურდა. 1 მარტს კი შემოწმებაზე 24 პაციენტი გადაიყვანეს, მათ პასუხებს ელოდებიან.

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 1 მარტის მდგომარეობით, კარანტინში 119 პირი იმყოფება.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია გავრცელებული, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები