ახალი ამბები
ყოფილი ფეხბურთელი იანა მალაევი გორიდან


ბავშვობაში თბილისში ფეხბურთის გუნდში თამაშობდა, ძალიან უყვარდა ფეხბურთი და გაგრძელებაც სურდა, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო, სპორტს ვერ გაყვა.

,,16 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. მყავს ერთი შვილი, გოგო და ისიც დაოჯახებულია. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ქმარი და ჩემი ძაღლი „ჩაპა“." - გვიყვება იანა მალაევა.

იანას მეუღლეც მუშაობს. როცა ცოლ-ქმრის სამუშაო დღეები ერთმანეთს ემთხვევა, ჩაპა სახლში არ რჩება და იანა მალაევს მიყვება. 10 წელია ,,ჩაპა" უკვე მათთან ერთად ცხოვრობს.

იანა მალაევა 45-წლისაა, გორში, ბენზინგასამართ სადგურზე კი 20 წელია მუშაობს. ორ დღეში ერთხელ სამუშაოზე „ჩაპასთან“ ერთად მიდის, რომელიც 24 საათის განმავლობაში პატრონს არ შორდება.

წლების წინ იანას მშობლები რუსეთიდან ჩამოვიდნენ, თვითონ სკრაში დაიბადა.

,,25 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე სიგარეტის გამყიდველად. მაშინ იყო ,,ომეგას" სიგარეტები. ეს კომპანია რომ დაიხურა, მერე გამოჩნდა სამსახური ბენზინგასამართ სადგურზე. თან აქვე ვცხოვრობ. ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე მოვედი და დავიწყე მუშაობა. მაშინ 25 წლის ვიყავი, ეხლა უკვე 45-წლისა ვარ." - ამბობს იანა.

ამბობს, რომ წლების განმავლობაში მის შრომას მომხმარებლები პატივს სცემენ, რადგან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება არავისგან მიუღია. მუშაობს 24-საათიან ,,ცვლაში", შემდეგ ერთი დღე ისვენებს და მესამე დღეს აგრძელებს მუშაობას.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები