ახალი ამბები
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორიდან გიორგი გეგელაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა
გიორგი გეგელაშვილი, 57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი გახდა. გორელმა მოჭიდავემ წარმატებას თავისუფალ ჭიდაობაში მიაღწია.

ის ჯერ კიდევ 2017 წელს გორში, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა. მან იმ წლის სეზონში ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენად დიდი ხანია თვლიდნენ.

გეგელაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის აღზრდილია. თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში 10 წლის ასაკიდან დაიწყო. მის უნარებს თავდაპირველად ყურადღება მამამ მიაქცია, რომელიც, ასევე, თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობდა.

სწორედ, მამის ინიციატივით გიორგი ჭიდაობაზე მიიყვანეს.

გიორგი გეგელაშვილის დედა, მარიამ თავშავაძე ამბობს, რომ მათმა შვილმა წარმატება ვარჯიშის დაწყებიდან, ერთი თვის შემდეგ, მიაღწია. საქართველოს ფარგლებში ჩატარებული მაშინდელი ჩემპიონატიდან სახლში, უკვე, ტიტულით იყო დაბრუნებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები