ახალი ამბები
კიბერდანაშაულის მუხლით გორში მამაკაცი დააკავეს
ფოტოზე: მიხეილ ბერიშვილი, პროკურორი

შიდა ქართლის პროკურატურამ მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება კომპიუტერული ქსელიდან პირადი ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლომ გუშინ 1 მარტს დახურულ სხდომაზე იმსჯელა. პროკურორ მიშა ბერიშვილის შუამდგომლობით, მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურორი კომენტარს არ აკეთებს.

ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ პირველ რიგში უნდა დაადგინოს, რეალურად შეაღწია თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაცულ სისტემაში, რადგან შესაძლოა სხვასაც ჰქონდა წვდომა ამ სისტემაში. თუ რა ინფორმაციაზეა საუბარი, ამაზე კომენტარს არც ერთი მხარე აკეთებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები