ახალი ამბები
წეროვანთან მომხდარ ავარიისას მძღოლი დაშავდა
დღეს საღამოს ავტობანზე მომხდარი ავარიისას მძღოლმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ qartli.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს.

დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ,,ჰონდა ფიტი" ბორდიურს შეეჯახა. მოქალაქეები, რამდენიმე წუთის განმავლობაში, მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობდნენ:

,,გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას მოყვა" - აცხადებენ შსს-ში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები