ახალი ამბები
გორში 200-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა ცხოვრობს
2019 წელს გორის მერიიდან ერთჯერადი დახმარება 228 ოთხშვილიანმა დედამ მიიღო, რომელიც სოციალური დახმარების მიმღებ კატეგორიას მიეკუთვნება. 2020 წელს კი, დახმარებას, სოციალური სტატუსის მიუხედავად, ყველა დედა მიიღებს.

გორის მერიის სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ, დადგენილების მიხედვით, თანხა გაიცემა ოთხ და მეტშვილიან ოჯახებზე, რომლებიც თითოეულ შვილზე წელიწადში ერთხელ 100-100 ლარს მიიღებენ. ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელსაც მესამე შვილი შეეძინებათ.

“2020 წლის ბიუჯეტში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია შობადობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით 145 000 ლარს ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა გადანაწილდება ოთხ და მეტშვილიან ოჯახებზე, რომლებიც თითოეულ შვილზე წელიწადში ერთხელ 100 -100 ლარს მიიღებენ. ცვლილებამდე დახმარების მიღება მხოლოდ 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოთხშვილიან ოჯახებს შეეძლოთ. გასულ წელს აღნიშნული დახმარებით მხოლოდ 228 ოთხშვილიანმა ოჯახმა ისარგებლა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91 000 ლარი გაიხარჯა." - აღნიშნავენ მერიაში.

დახმარების მისაღებად, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ოჯახებმა, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის ოთხი შვილი ჰყავთ, მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია (მშობლების პირადობის მოწმობები, შვილების დაბადების მოწმობები, ანგარიშის ნომერი) უნდა წარადგინონ,”-აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები