ახალი ამბები
თელიანის დევნილთა დასახლებაში ასფალტს აგებენ
ოკუპირებულ ტერიტორიიდან დევნილთა დასახლებაში ასფალტს აგებენ. ადგილობრივების ცნობით, ამ დასახლებისთვის ეს მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს.

თელიანის დასახლება კასპის მუნიციპალიტეტში (სოფლების: თელიანთან (ყარაღაჯი) და სასირეთის სიახლოვეს) მდებარეობს.

,,ჩვენი დასახლება, სხვებისგან განსხვავებით, მდებარეობს ისეთ ადგილზე, სადაც თუ ყურადღებას არ მოგაქცევენ, არ გამოჩნდება. ეს ფაქტი საკმაოდ სასიხარულოა ჩვენთვის" - აცხადებენ დევნილთა დასახლებაში.

სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები თითქმის დაასრულა.

აღნიშნულ სოფელში შიდა გზების მძიმე მდგომარეობის შესახებ რეპორტაჟი ჯერ კიდევ 2016 წელს მოვამზადეთ. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ წვიმისა და ტალახის დროს, გაუსაძლისი სიტუაცია არსებობდა.

იხ. ამავე თემაზე:

თელიანელებს სახლიდან გარეთ გასვლა ტანჯვად ექცათ
Print

სტატიის გამოყენების პირობები