ახალი ამბები
სტალინის მუზეუმში კორონავირუსის საფრთხის გამო ტურისტების მიღება შეწყდა
საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მუზეუმმა ტურისტების მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ ი.ბ. სტალინის სახელობის მუზეუმის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, მუზეუმი მუშაობას კორონავირუსის საფრთხის გამო, წყვეტს, რადგან სტალინის მუზეუმში სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები იყრის თავს. მსოფლიოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, სწორედ, ჩინეთში დაფიქსირდა.

თუ როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები, განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

,,გაცნობებთ რომ კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, ი.ბ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დროებით წყვეტს ტურისტული კომპანიებისა და ვიზიტორების მომსახურებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ყველაზე მეტი სტუმარი სტალინის სახლ-მუზემმა 1980 წელს მიიღო, მათმა რაოდენობამ 1 003 400 შეადგინა.

დინამიკა 1988 წლიდან მკვერთდად შემცირდა. მაგალითად, თუ 1987 წელს 600 ათასი იყო, 1988 წელს 200 ათასამდე შემცირდა.

1989 - 20 000

1992 - 10 000

მომდევნო ათი წლის განმავლობაში, 1995 წლიდან 2011 წლამდე დინამიკა უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდის. ვიზიტორების რიცხვი 10 ათასიდან 27 ათასამდე მერყეობს,

2012-2015 წლებში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა.

2012 - 31 665
2013 - 42 453
2014 - 40171
2015 - 53 094
Print

სტატიის გამოყენების პირობები