ახალი ამბები
გორში ,,თოჯინების თეატრის" დაარსების იდეა გაჩნდა
გორში შესაძლოა ,,მუნიციპალური თოჯინების თეატრი" დაარსდეს. ამის შესახებ გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ადმინისტრაციაში მსჯელობენ.

მაყურებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ერისთავის სახელობის თეატრში გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ თოჯინების თეატრი გამოეყოს ცალკე და დაარსდეს მაგალითად, მუნიციპალური თოჯინების თეატრის სახელით.

,,მართალია თოჯინური წარმოდგენის ჩვენება მაქსიმალურად ხშირად ინიშნება, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობის სხვა სპეციფიკა არსებობს (ბევრი საკითხია) და უკეთესი იქნება თოჯინების თეატრი დამოუკიდებელ სუბიექტად იქცეს. ვფიქრობთ რომ ამ საკითხის საზოგადო განხილვა უნდა მოხდეს" - აცხადებს დავით ჩხარტიშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები