ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრი მოითხოვს, რომ პლასტმასის ქარხანა ქალაქგარეთ აშენდეს
გორის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირმა ამბარდნიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სუხიშვილის ქუჩაზე პლასტმასის ქარხნის მშენებლობა არ დაუშვას. ამის შესახებ დღეს საკრებულოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორია, სადაც ქარხნის მშენებლობა იგეგმება, კორპუსებითაა გარშემორტყმული და ხალხი ცხოვრობს:

,,ჩემზე კარგად იცით, რომ იქ ხალხი ცხოვრობს. გარშემო კორპუსიებია. ეს გამონაბოლქვი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის სახიფათოა." - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, ირმა ამბარდნიშვილს უპასუხეს, რომ მსგავსი საშიშროება მოსახლეობას არ შეექმნება: ,,როდესაც ქარხანა აშენდება, ფილტრებს დააყენებენ და ატმოსფეროში მავნე ნივთიერები არ გაიფრქვევა" - უპასუხეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა.

qartli.ge წერდა, რომ სუხიშვილის ქუჩაზე სახელმწიფომ შენობა გაყიდა. კერძოდ, კომპანია ,,ეკო ჯორჯიას" მიწა ერთ ლარად გადასცეს. qartli.ge-მ გაარკვია, რომ კომპანია ,,ეკო ჯორჯიას" წილების 66%-ის მოფლობელები რუსეთის მოქალაქეები არიან. რესგიტრაციის მიხედვით, მოსკოვში ცხოვრობენ. დანარჩენი 34% კი, - საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის. ,,ეკო ჯორჯია" დაფუძნდა 2019 წლის 29 მაისს.

იხ. ამავე თემაზე: 

გორში რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენებს მიწა 1 ლარად გადასცეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები