ახალი ამბები
,,ვაჟიშვილი" - გორის თეატრში ახალ სპექტაკლზე დაიწყეს მუშაობა
გორის თეატრის მსახიობებმა ფლორიან ზელენის პიესის ,,ვაჟიშვილის"  მიხედვით, ახალ სპექტაკლზე დაიწყეს მუშაობა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის მსახიობი იაკობ კოპაძე ავრცელებს. მისი ცნობით, როლები უკვე გადანაწილებულია.

ფრანგი მწერლის პიესის მიხედვით, სპექტაკლები ევროპის არაერთი თეატრის სცენაზე დადგეს და საკმაოდ პოპულარული გახდა. პიესას და მის ავტორს სპეციალური სტატია ,,გარდიანმაც" კი მიუძღვნა.

,,ვაჟიშვილი" შესახებ

ნიკოლასი, რომელიც ორი წლის წინ მუდამ მომღიმარი იყო, დედ-მამის განშორების შემდეგ, რთულ ეტაპს გადის. აცდენს გაკვეთილებს, ხდება მატყუარა. 

დარწმუნებულია, რომ მამამისის სახლში გადასვლით და, მის ახალ ოჯახთან ერთად ცხოვრება, დაეხმარება. სასწავლებლად სკოლაც შეიცვალა.

თუმცა, თავს კომფორტულად არ გრძნობს, ხვდება, რომ მამის სახლში იგი არავის სჭირდება, დედასთან დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ....

,,არ ვიცი, რა ხდება ჩემ თავს" - ეს არის ფრაზა, რომელიც ამ პიესის ნახვისას ყველაზე მეტად ვაჟიშვილის სიტყვებიდან ამახსოვრდებათ.

ქვემოთ ფოტოზე:

ფოტო ,,Duke of York's theatre"-ში დადგმული სპექტაკლიდან ,,ვაჟიშვილი"

Print

სტატიის გამოყენების პირობები